თელავის თეატრი 264 წლისაა!

 

თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. დღეს თელავის თეატრმა 260-ე სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.



ჩვენი დახმარება სჭირდება პატარა კატო ხუნაშვილს!
ის დაბადებიდან თანდაყოლილ ანომალიას ებრძვის, რაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის მოგვარებადი, საჭიროებს სპეციალისტის მოწვევას უცხო ქვეყნიდან.
მობრძანდით თელავის თეატრში 27 ივნისს, 19.00 საათზე საქველმოქმედო კონცერტზე და შეიტანეთ თქვენი წვლილი პატარა კატო ხუნაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად!
კონცერტში მონაწილეობენ:
ვაჟთა ანსამბლი "შემოძახილი";
ქალთა ანსამბლი "ნანინა";
პაპა - ზურა ზაქარიაძე;
ქორეოგრაფიული ანსამბლი "მართვე";
გოგონათა ტრიო;
"NEW LIFE DANCE STUDIO";
თელავის თეატრის მსახიობები - ვანო იანტბელიძე, ვენერა ფეიქრიშვილი, თემურ ხუნაშვილი, ეთერ ბაბილაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, იზა შუშანაშვილი, კარლო ქართველიშვილი, დათა ხუნაშვილი, ნინა დვალიშვილი, ლაშა წიფლაშვილი, მარი მაისურაძე, ბექა პაპუნაშვილი.
ბილეთები გაიყიდება თელავის თეატრის სალაროში 26 და 27 ივნისს 11.00 საათიდან. ფასი 20 ლარი.
ბილეთების დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე 555 58 23 23.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
GE05TB7426545068100037
GE74BG0000000797982200
მიმღები სალომე ბლუიშვილი (დედა).
წინასწარ გიხდით მადლობას!