პაატა გულიაშვილი

     
   

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2012 წლიდან. 2003 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ბაჩას როლის განსახიერებისათვის თელავის თეატრის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. 2003 წელს თელავის თეატრში განხორციელებულ დადგმაში "მშვიდობით ლომებო!" (რეჟ. გოგი ჩაკვეტაძე) რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე "ოქროს ნიღაბი" დაჯილდოვდა პრემიით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 2004 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით. 2019 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა სანდრო ჟორჟოლიანის და ავღანდილ გულიაშვილის სახელობის ჯილდოები. 2016 წელს არჩეულ იქნა თელავის საპატიო მოქალაქედ.